|
2023-04-27 09:45:52, 1053 ნახვა
მსოფლიო
აშშ და სამხრეთ კორეა ბირთვული საფრთხეების დასაძლევად ერთობლივ ზომებზე შეთანხმდნენ
ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა, ფხენიანიდან მომავალი ბირთვული საფრთხეების დასაძლევად, ერთობლივ ზომებზე შეთანხმდნენ. BBC-ის ცნობით, ვაშინგტონი სამხრეთ კორეის სიახლოვეს, პერიოდულად, ბირთვულ წყალქვეშა ხომალდებს განალაგებს და სეულს ბირთვული დაგეგმვის ოპერაციებში ჩართავს. აღნიშნულის სანაცვლოდ კი, სამხრეთ კორეა საკუთარ ბირთვულ იარაღს არ შექმნის. შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვაშინგტონის დეკლარაცია, რომელსაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის თეთრ სახლში ვიზიტისას მოეწერა ხელი, ჩრდილოეთ კორეის თავდასხმის შესაჩერებლად, მოკავშირეების თანამშრომლობას გააძლიერებს. იუნ სუკ იოლის თქმით, ვაშინგტონის დეკლარაცია აჩვენებს აშშ-ის "უპრეცედენტო" ვალდებულებას თავდაცვის გაძლიერების, თავდასხმების შეკავებისა და ბირთვული იარაღის გამოყენებით, შეერთებული შტატების მოკავშირეების დაცვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს უკვე აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, დაიცვას სამხრეთ კორეა და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს ბირთვული იარაღიც. როგორც BBC წერს, ჩრდილოეთ კორეის მიერ შექმნილი ბირთვული საფრთხის შესახებ ორივე მხარეს შეშფოთება მატულობს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ფხენიანი ავითარებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რომელსაც შეუძლია სამხრეთ კორეა მიზანში ამოიღოს და ამასთან, ქვეყანა აუმჯობესებს შორ მანძილზე მოქმედ იარაღსაც, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)