|
2023-04-26 10:49:55, 1176 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი - „მარცვლეულის შეთანხმება“ ჩიხშია - არსებობს დაბრკოლებები, რაც რუსული პროდუქციის ექსპორტს ბლოკავს
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, "მარცვლეულის შეთანხმება" ჩიხში შევიდა. როგორც ლავროვმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "კიდევ არსებობს დაბრკოლებები, რაც რუსული პროდუქციის ექსპორტს ბლოკავს". „ვერ ვიტყვი, რომ გაერო ძალისხმევას იშურებს - არა, პირიქით, გაერო-ს წარმომადგენლები ცდილობენ მოლაპარაკებებს იმ ქვეყნებთან, რომელთაც დააწესეს ცალმხრივი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, თუმცა შედეგი არ არის. მთავარი ბანკი, რომელიც ემსახურება ჩვენს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტს, გათიშულია „სვიფტიდან“ და უკან არავინ აბრუნებს. ამის სანაცვლოდ კი, ერთჯერად ალტერნატივას გვთავაზობენ“, - ამბობს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ცნობისთვის, მარტში, "მარცვლეულის შეთანხმება" 60 დღის ვადით განახლდა. ამის მიუხედავად, რუსეთმა განაცხადა, რომ თუ დასავლეთი არ მოხსნის სანქციებს, შესაძლოა, შეთანხმების ვადის გაგრძელებას აღარ დათანხმდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა "მარცვლეულის შეთანხმების" დარღვევაში დაადანაშაულა. თავდაცვის უწყების მტკიცებით, 23-24 აპრილს, უკრაინამ ოკუპირებულ სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის ბაზასა და ყირიმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები განხორციელა. მათივე ცნობით, გარდა ამისა, უეკიპაჟო კატერები, რომლებიც "შავი ზღვის ინიციატივის" რეალიზაციისთვის არის განკუთვნილი, ოდესის პორტის მიმდებარე წყლებიდან გაუშვეს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)