00:09 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 09:17:59, 1295 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა Telegram-ზე წერს.

ზახაროვას თქმით, ლავროვი 24-25 აპრილს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

"სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ხვალ მისი თავმჯდომარეობით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება",- წერს ზახაროვა.

მისივე თქმით, სერგეი ლავროვი დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშსაც შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი, პირველი აპრილიდან, ერთი თვით გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა, თუმცა შეერთებული შტატების მხრიდან დაბრკოლებების გამო რუსმა დიპლომატებმა ნიუ-იორკში მუშაობის დასაწყებად ვიზები ძალიან გვიან მიიღეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics