23:34 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 11:22:29, 1140 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ ახლა უკრაინის გაწევრიანების დრო არ არის

ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ ახლა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების დრო არ არის, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს.

პისტორიუსის თქმით,  უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მხოლოდ სოლიდარობის გამო ვერ მიიღება.

„კარი ღიაა, მაგრამ ახლა გადაწყვეტილების დრო არ არის“, - ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 აპრილს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ესტუმრა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს. თავის მხრივ, სტოლტებერგმა აღნიშნა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics