|
2023-04-20 17:15:28, 3273 ნახვა
Lifestyle
საკულტო ჯგუფი Imagine Dragons თბილისში კონცერტს გამართავს
შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი, Black Sea Arena საკულტო ჯგუფი Imagine Dragons კონცერტს გამართავს. Black Sea Arena 2-წლიან კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს, რომლის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა პოპულარული ჯგუფისა და შემსრულებლის კონცერტი გაიმართება. თბილისსა და შეკვეთილს ეწვევიან ჯგუფები 31 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამერიკული ჯგუფის, Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართება. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან. ღარიბაშვილის თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო. Imagine Dragons —არის ამერიკული ინდი-ჯგუფი, რომელიც შტატ ნევადაში, ლას ვეგასში ჩამოყალიბდა. მისი ამჟამინდელი წევრები არიან წამყვანი ვოკალისტი დენ რეინოლდსი, ბასისტი ბენ მაკკი, გიტარისტი უეინ სერმონი და დრამერი დენ პლატცმენი. დიდი წარმატება მათ სადებიუტო ალბომმა Night Visions-მა მოუტანა, რომელიც 2012 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა. ამერიკულმა ჟურნალმა ბილბორდმა ჯგუფი "2012 წლის ყველაზე კაშკაშა ახალბედა ვარსკვლავებად" და "2017 წლის ყველაზე დიდ ბენდად" დაასახელა. როლინგ სტოუნმა კი მათი ჰიტი „Radioactive“, რომელიც რეკორდს ფლობს Billboard Hot 100-ში ყველაზე ბევრი კვირით ყოფნისთვის, უდიდეს როკ-ჰიტად მონათლა. Imagine Dragons-ს მოგებული აქვს სამი ამერიკული მუსიკალური ჯილდო, ცხრა ბილბორდის მუსიკალური ჯილდო, ერთი გრემის ჯილდო, ერთი MTV-ს ვიდეო-მუსიკალური ჯილდო და ერთიც მსოფლიოს მუსიკალური ჯილდო. 2014 წლის მაისში ჯგუფი ნომინირებული იყო ბილბორდის თოთხმეტ მუსიკალურ ჯილდოზე, მათ შორის წლის საუკეთესო არტისტის და მაილსტოუნის ჯილდოზე, რომელიც არტისტს გადაეცემა ინოვაციურობისა და შემოქმედობითობის აღსანიშნავად სხვადასხვა ჟანრში. 2018 წლის აპრილში კი ჯგუფმა თერთმეტი ნომინაცია მოიპოვა ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოებიდან. ჯგუფს გაყიდული აქვს 20 მილიონი ალბომი და 35 მილიონი სინგლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)