23:18 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 17:30:05, 797 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - რომის სტატუტის ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მონაწილე ყველა ქვეყანამ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი უნდა შეასრულოს, რომელიც გაცემულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და მისი ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას ქმედებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის თაობაზე რუსეთის ამჟამინდელი ქმედებები მეტყველებს მათ განზრახვაზე, რომ სამუდამოდ გაიყვანოს ეს ბავშვები უკრაინის ტერიტორიიდან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან გაცემულმა ორდერმა, კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართალსა და წესებზე დაფუძნებული წესრიგის უგულებელყოფა. 

„უკრაინიდან ბავშვების დეპორტაციის ან იძულებით გაყვანის ქმედებების უმეტესობა ჩადენილი იყო რუსული სამხედრო ძალების მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აგრესიის აქტის კონტექსტში, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას  დაკავების ორდერი გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics