11:11 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 17:22:37, 1231 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ზურა ვარდიაშვილი 2 200 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „პუბლიკას“ დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტისთვის შედგენილ ოქმში წერია, რომ „ვარდიაშვილი ხმამაღლა იგინებოდა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, არ ემორჩილებოდა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, რომ გაეთავისუფლებინა გზა“.

„პუბლიკას“ ცნობითვე, ვარდიაშვილი ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ოქმში მოყვანილი არცერთი გარემოება, ასევე, საქმის განხილვაზე შსს-ს წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 

შეგახსენებთ, რომ ზურა ვარდიაშვილი 2 მარტს პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მას წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ჩინეთის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას ვუმასპინძლეთ
კობახიძე: ყირგიზეთს მეგობარ სახელმწიფოდ განვიხილავთ, ეს ვიზიტი ისტორიულია
უკრაინა რამშტაინში დამატებით 20 მილიარდ დოლარს მოითხოვს, რათა რუსეთი „კიდევ უფრო მეტად დაიწვას“
ტაილანდის მეფეის უფროსი ქალიშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics