19:30 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 09:58:30, 1779 ნახვა

ომი უკრაინაში
Медиазона - უკრაინაში ომის დროს, რუსეთის ციხეებიდან 17 000 პატიმარი გაუჩინარდა

უკრაინაში ომის დროს, რუსეთის ციხეებიდან 17 ათასი პატიმარი გაუჩინარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Медиазона ავრცელებს.

გამოცემამ მონაცემები ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის 35 რეგიონული დეპარტამენტის ვებსაიტებზე აღმოაჩინა - 2023 წლის დასაწყისისთვის ამ რეგიონებში პატიმართა რაოდენობა, ჯამში, 17 000-ით შემცირდა.

„არც ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური, არც პრიგოჟინი და არც თავდაცვის სამინისტრო არ აქვეყნებდნენ ოფიციალურ მონაცემებს ომის დროს გაყვანილი პატიმრების რაოდენობის შესახებ.

დაქირავებულების რაოდნეობა შეიძლება შეფასდეს ციხეში მყოფთა სტატისტიკით, მაგრამ ფედერალურმა სასჯელაღსრულების სამსახურმა გარკვეული დროით შეწყვიტა მისი გამოქვეყნება, ხოლო იანვარში განაცხადეს, რომ პატიმრების რაოდენობა აღარ იკლებს“,- წერს გამოცემა.

გამოცემის ცნობითვე, პატიმრების უმეტესობა გაუჩინარდა სამარაში (2 723), ჩელიაბინსკში (1 574), კიროვის რეგიონებში (1 153) და ტატარსანში (1 040).

ამასთან, გამოცემა იუწყება, რომ შეგროვებული მონაცემები არასრულია და უცნობია, რამ განაპირობა სმოლენსკის რეგიონში და ოკუპირებულ ყირიმში პატიმრების რაოდენობის ზრდა, ვინაიდან ახალი კოლონიების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics