2023-04-18 09:16:22, 1502 ნახვა
ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი ხერსონის ოლქში ჩავიდა [ვიდეო]
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხერსონის ოლქში ჩავიდა და დნეპრის ჯარების ჯგუფის შტაბ-ბინა მოინახულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის დროს პუტინს სამხედრო მაღალჩინოსნებმა მოხსენებები წარუდგინეს.
"ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში დნეპრის ჯარების ჯგუფის შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკის, დნეპრის ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ლიდერების მოხსენებები",- აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, მარტის დასაწყისში პუტინი მარიუპოლს ეწვია. რუსეთის პრეზიდენტმა სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობა შეამოწმა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,