19:30 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-16 18:51:53, 2747 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა აღდგომა დღეს ორი უკრაინული ეკლესია დაბომბეს, ერთი ტაძარი მთლიანად განადგურდა

ზაპოროჟიეს ოლქში, რუსებმა აღდგომის ღამეს ეკლესია დაბომბეს. 1906 წელს აშენებული, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი მთლიანად განადგურდა. თემის თავმჯდომარის, იური კარპეტიანის თქმით, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში სოფელ კამიშევაზე  S-300 ტიპის რაკეტებით მიიტანეს. დაბომბვის დროს ტაძარში არავინ იმყოფებოდა, რადგან მოსალოდნელი საფრთხის გამო, წინა დღეს გადაწყდა, რომ სააღდგომო მსახურება არ ჩატარდებოდა.

ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს ინფორმაციით ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდნილმა რაკეტამ დაანგრია და დააზიანა ახლოს მდებარე სახლები. დაშავებულია 2 ადამიანი.

დღეს სააღდგომო ლიტურგიის შემდეგ ოკუპანტებმა ნიკოპოლში ტაძარი დაბომბეს. დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერხი ლისაკის ცნობით, ორი ადამიანი დაშავდა.

„რუსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათში არაფერია წმინდა. ნიკოპოლის ეკლესიას მძიმე არტილერიით დაარტყეს, ორი ადამიანი დაშავდა. 57 წლის კაცი ამბულატორიულ მკურნალობას გადის, 38 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს ის.

ლისაკის ცნობითვე, ქალაქში დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, ორი მანქანა და რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics