|
2023-04-15 15:49:25, 753 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებს სენსიტიური ინფორმაციის დაცვის გასაძლიერებლად ზომების მიღება დაავალა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებს სენსიტიური ინფორმაციის დაცვის გასაძლიერებლად ზომების მიღება დაავალა, ამის შესახებ ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამია, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს. ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ გავრცელებული დოკუმენტების ნამდვილობას ადგენს და ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაშია. „მივესალმები სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებულ სწრაფ ქმედებებს აშშ-ის მთავრობის საიდუმლო დოკუმენტების ბოლოდროინდელი გავრცელების გასაძიებლად და რეაგირებისთვის. ვიდრე ჩვენ ჯერ კიდევ ვადგენთ ამ დოკუმენტების ნამდვილობას, მე დავავალე ჩვენს სამხედრო და სადაზვერვო უწყებებს, გადადგან ნაბიჯები სენსიტიური ინფორმაციის დაცვის გასაძლიერებლად და გავრცელების შესაზღუდად. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები Twitter-სა და Telegram-ზე გავრცელდა, სადაც ოფიციალური პირების განცხადებით, განხილულია თემების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხება ომს უკრაინაში, ჩინეთს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას. ამასთან, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 23 თებერვლით, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ამოიწურება უკრაინის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი გამოყენების ამჟამინდელი ტემპით 2 მაისამდე. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე გამოძიება 9 აპრილს დაიწყო. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ Twitter-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სავარაუდო საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა უზუსტობის მაღალი დონით ხასიათდება
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)