|
2023-04-13 20:14:16, 1279 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანის საზღვრიდან ჯარების გასაყვანად სომხეთი მზად არის
სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანის საზღვრიდან გაიყვანოს ჯარები 1991 წლის მონაცემების შესაბამისად, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანის ქმედებები პროვოკაციულია და ეწინააღმდეგება პრაღაში და სოჭში მიღებულ განცხადებებს. „ამასთან, უნდა განვაცხადო, რომ აზერბაიჯანის ქმედებები არის პროვოკაციული და ეწინააღმდეგება 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში და 2022 წლის 31 ოქტომბერს სოჭის შეხვედრებზე მიღებულ განცხადებებს. საზღვარზე არსებული ვითარების პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ წინა დღით გავრცელებული გზავნილი, რომელიც ხაზს უსვამს 1991 წლის საზღვარს. ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ 2021 წლიდან და ეს ქმედება გამომდინარეობს პრაღისა და სოჭის სამმხრივი შეთანხმებების ლოგიკიდან“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)