|
2023-04-12 09:53:48, 1333 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, დაახლოებით, 6-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
იტალიამ არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა, დაახლოებით, 6 თვე გაგრძელდება და სამხრეთ რეგიონებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულად ითვლებიან, 5 მილიონი ევროს დახმარება გამოიყოფა. მთავრობის გადაწყვეტილებითვე, აღნიშნული თანხა მიგრანტებისთვის ახალი მიღების ცენტრების შექმნას ითვალისწინებს, საგანგებო მდგომარეობა კი, ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, უკან დააბრუნოს ის ადამიანები, რომლებსაც იტალიაში დარჩენის უფლება არ აქვთ. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში წელს 31 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში ეს რიცხვი, დაახლოებით, 7 900 იყო.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)