|
2023-04-08 21:56:19, 858 ნახვა
მსოფლიო
სომხეთმა დეზერტირობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეების კრემლის რეჟიმისთვის გადაცემა დაიწყო
სომხეთის პოლიციამ რუსეთში დეზერტირებაში ბრალდებული მამაკაცი დააკავა. სომეხი უფლებადამცველების თქმით, ეს პირველი დაკავება არაა, რუსეთის იმ მოქალაქეების ვინც მობილიზაციას გამოექცა. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ ერევანში დეზერტირობის ბრალდებით რუსეთში ძებნილი 23 წლის იური თ. დააკავეს. მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაცია რუსულ მხარეს გადაეცა. "შსს-ს პოლიციის სამმართველოსა და მარაშის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გატარებული ღონისძიებების წყალობით, 7 აპრილს მოსკოვის სამართალდამცავების მიერ დეზერტირების ბრალდებით ძებნილი 23 წლის იური თ. ნარ-დოსის ქუჩაზე იპოვეს, დააკავეს და მარაშის განყოფილებაში გადაიყვანეს." - წერია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. რუსეთის მრავალი მოქალაქე სომხეთში ჩავიდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრისა და სექტემბერში ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის დაწყების შემდეგ. 2022 წლის ნოემბერში სომხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ 21 სექტემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით 2820 რუსი დარეგისტრირდა საცხოვრებელ ადგილზე - თითქმის ოთხჯერ მეტი, ვიდრე გასულ წელს. გარდა ამისა, RBC-მ წერს, რომ რუსებს შორის ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადების რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზარდა. გასულ წელიწადნახევარში საბუთები 708-მა ადამიანმა შეიტანა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 277-მა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)