20:16 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 09:39:08, 1276 ნახვა

მსოფლიო
ზახაროვა - ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ საჭირო ნაბიჯები რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ საჭირო დამატებითი ნაბიჯები რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, გულუბრყვილო იქნება იმის მოლოდინი, რომ მოსკოვი არ მიიღებს რამე სამხედრო და ტექნიკურ კონტრზომებს მას შემდეგ, რაც დასავლეთმა მის წინააღმდეგ ტოტალური ჰიბრიდული ომი დაიწყო.

„გულუბრყვილო იქნება იმის მოლოდინი, რომ ჩვენ არ მივიღებთ რაიმე სამხედრო და ტექნიკურ კონტრზომებს მას შემდეგ, რაც დასავლეთმა დაიწყო ტოტალური ჰიბრიდული ომი რუსეთის წინააღმდეგ და აშშ-მა და ნატო-მ გამოაცხადეს გეგმები ჩვენთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების შესახებ. ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ საჭირო დამატებითი ნაბიჯები რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი შეთანხმდნენ ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics