|
2023-03-21 10:48:45, 1586 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ეგვიპტელ ინვესტორებს გავაცანით საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და მათი მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია
„გასული წლის განმავლობაში ეგვიპტიდან საქართველოში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მათ შორის ტურისტულ სექტორში და ჩამოყალიბდა თავისუფალი ეკონომიკური ზონა კახეთის რეგიონში. ვხედავთ, რომ ეგვიპტელი ინვესტორების მხრიდან დიდია საქართველოთი დაინტერესება და იმედი მაქვს, საქართველო-ეგვიპტის ბიზნესფორუმი გახდება ორ ქვეყანას ეკონომიკური და საქმიანი კავშირების შემდგომი გაღრმავების დამატებითი პლატფორმა", - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კაიროში გამართული ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესფორუმის ფარგლებში ეგვიპტელი ინვესტორები გაეცნენ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალს, ასევე საინვესტიციო გარემოს, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის 2023 წელს ეგვიპტიდან საქართველოში უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თანხმლებ დელეგაციასთან ერთად კაიროში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ეგვიპტე-საქართველოს ბიზნესფორუმში. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეგვიპტიდან კაპიტალის შემოდინება 96 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, რომელიც განხორციელდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა მშენებლობა, ტრანსპორტი, უძრავი ქონება და სხვ. მისივე თქმით, ასევე ქუთაისისა და საგარეჯოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ხორციელდება ინვესტიციები ეგვიპტიდან. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და დაბალი საგადასახადო ტვირთის გარდა, კომპანიებს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში დამატებით შეღავათებსაც სთავაზობს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)