|
2023-03-14 16:05:21, 1632 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში ევროპის 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი გაიმართება
2023 წლის „უეფას“ 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ჩემპიონატს საქართველოში სამი ქალაქი - თბილისი, ბათუმი და ქუთაისი უმასპინძლებს. პირველ თამაშამდე დარჩენილი 100 დღის ათვლა უკვე დაწყებულია, მატჩებზე დასასწრები ბილეთების წინასწარი შეკვეთა კი ონლაინ არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს და A ჯგუფში ის პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. „საქართველოსთვის ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გამოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე. საქართველოს ბანკი, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მთავარი მხარდამჭერი, ხელს უწყობს ქართველი სპორტსმენების განვითარებას და ქმნის მათთვის შესაძლებლობას, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და დაიმკვიდრონ ადგილი არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ ფეხბურთის გლობალურ რუკაზე“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. 2022 წელს მხარეებს შორის გაფორმდა 5 წლიანი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, „საქართველოს ბანკი“, 2026 წლის ჩათვლით, მხარს დაუჭერს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუსტალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს, უზრუნველყოფს მათ საჭირო რესურსებით, შექმნის საგანმანათლებლო პლატფორმებს და ითანამშრომლებს სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების გენერალური პარტნიორია. რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეებთან გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი 2025 წლის ჩათვლით, ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტებს, კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, ასაკობრივ ნაკრებებს და მათ სპორტსმენების ყველა დაგეგმილ ღონისძიებასა თუ აქტივობაში გაუწევს მხარდაჭერას და სპორტსმენებს მათი განვითარებისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)