|
2023-03-07 19:10:37, 1525 ნახვა
ეკონომიკა
ქარქაშაძე - ITB Berlin-ზე საშუალება გვეძლევა 200 ათასამდე დამთვალიერებელს გავაცნოთ ჩვენი აეროპორტების პოტენციალი
ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგა. ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში სტუმრები ქართულ „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობას“, საქართველოს, როგორც ვაზის ქვეყანას, სამზარეულოს, ტრადიციებს, ბუნებასა და არქიტექტურას ეცნობიან. დღეიდან, 9 მარტის ჩათვლით, გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს ქართულ სტენდზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კუთხის ნახვაც შეეძლიათ. ყველა დაინტერესებული პირი საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას იღებს. გამოფენის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე შეხვედრებს მართავს ავიაკომპანიებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება პირველად მონაწილეობს ITB Berlin-ზე. საშუალება გვეძლევა გერმანიაში მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ მთელი ქვეყანა, კულტურით, ტრადიციებით, ბუნებით და იმ სტუმარ-მასპინძლობით, რითაც თითოეული ჩვენგანი საქართველოში უცხოელ სტუმარს ვხვდებით. პირველი შთაბეჭდილება კი მათ ჩვენს ქვეყანაზე სწორედ აეროპორტიდანვე ექმნებათ. გამოფენის ფარგლებში გვაქვს რამდენიმე შეხვედრა ჩვენთვის პოტენციურად მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ავიაკომპანიებთან და ავიაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებიც ITB Berlin-ზე მონაწილეობენ . ფორუმის მასშტაბი ძალიან დიდია, გვეძლევა საშუალება 200 ათასამდე დამთვალიერებელს გავაცნოთ ჩვენი აეროპორტების პოტენციალი. გერმანია ისტორიულად ჩვენი ყველაზე სტრატეგიული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონისთვის გერმანიის 9 ქალაქის მიმართულებით გვექნება პირდაპირი რეგულარული ფრენა, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. ბერლინში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin გუშინ გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა. ქართველმა ხელოვანებმა 3000-მდე სტუმარს საქართველოს უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა და კულტურა გააცნეს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)