|
2023-03-07 18:04:40, 1587 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - დარწმუნებული ვარ, „ ITB ბერლინი 2023" განსაკუთრებული იქნება, როგორც საქართველოს ტურისტული ცნობადობის, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB ბერლინის მთავარ პავილიონში საქართველოს, გამოფენის მასპინძელი ქვეყნის სტენდი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო და პირადად გაეცნო გამოფენაში მონაწილე ქართული ტურისტული კერძო სექტორის პროდუქციას და წარდგენილ სერვისებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „რა თქმა უნდა, ამ გამოფენაზე მასპინძლის სტატუსი გაზრდის საქართველოს ცნობადობას ტურისტულ სექტორში, განსაკუთრებით ევროპელ ბიზნესოპერატორებს შორის, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა ტრადიციული ბაზრებისა, ტურისტები ევროპიდან მოვიზიდოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცნობადობასთან ერთად კონკრეტულ პრაქტიკულ-ეკონომიკურ შედეგებში აისახოს ამ ღონისძიებაში ჩვენი მონაწილეობა და ძალისხმევა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გამოფენაზე საქართველოს ტურისტული სექტორი წარმოდგენილია სლოგანით „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა." 80-ზე მეტი ქართული კომპანია გამოფენის ათასობით დამთვალიერებელს საკუთარ პროდუქციას გააცნობს, მიაწვდის ინფორმაციას თავიანთი სერვისების და პროექტების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარების და ბიზნესპარტნიორების მოძიების შესაძლებლობა აქვთ. „80-ზე მეტი კომპანია საქართველოდან დღეს ხვდება პოტენციურ პარტნიორ კომპანიებს, აქვთ ბიზნესშეხვედრები, B2B შეხვედრები, რომელთა ფარგლებში, დარწმუნებული ვარ, გააფორმებენ კონტრაქტებს, საქართველოსკენ ახალი ტურისტული ნაკადები დაიძვრება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ტურისტულ შემოსავლებში უნდა აისახოს. დარწმუნებული ვარ, ITB ბერლინი 2023 განსაკუთრებული იქნება, როგორც ქვეყნის ტურისტული ცნობადობის, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ლევან დავითაშვილის პროგნოზით, 2023 წლის ტურისტული სეზონი, მთლიანობაში, გასულ წელთან შედარებით გაცილებით კარგი იქნება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)