14:34 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 17:13:53, 1575 ნახვა

ომი უკრაინაში
ლავროვი - სირცხვილია, რომ G20 მხოლოდ უკრაინითაა დაინტერესებული, სამარცხვინო მიდგომა აჩვენეს

სირცხვილია ის, რომ G20 მხოლოდ უკრაინითაა დაინტერესებული, სამარცხვინო მიდგომა აჩვენეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საერთაშორისო კონფერენცია "Raisina Dialogue"-ზე განაცხადა. 

როგორც რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, ნიუ-დელიში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მხოლოდ უკრაინასა და საბოლოო დეკლარაციაზე იყო საუბარი. 

„მე ვკითხე ჩემს ინდოელ მეგობრებს, ჩემს ინდონეზიელ მეგობრებს, რომლებიც თავმჯდომარეობდნენ G20-ის სამიტს, ასახავდა თუ არა დეკლარაცია ერაყში, ლიბიაში, ავღანეთში ან იუგოსლავიაში არსებულ ვითარებას, მაგრამ არავის აინტერესებდა. ახლა კი, მას შემდეგ, რაც რუსეთმა წლების განმავლობაში გაფრთხილებების შემდეგ დაიწყო თავის დაცვა, G20 მხოლოდ უკრაინითაა დაინტერესებული. ეს სირცხვილია და ეს პოლიტიკა ჩავარდება“, - განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-დელიში 1-2 მარტს გაიმართა. უმაღლესმა დიპლომატებმა განიხილეს სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება და თანამშრომლობა მდგრადი განვითარებისთვის, კონტრტერორიზმის, ახალი საფრთხეების, ჰუმანიტარული და სხვა კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლის გზები, ისევე, როგორც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. 

მედიაში ცნობილი გახდა, რომ სამიტის მასპინძელმა ინდოეთმა უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვაზე , რათა თავიდან აეცილებინა დებატები და კონფლიქტი. G20-ის შეხვედრა დასრულდა ერთობლივი განცხადების გარეშე, თუმცა აშშ ამტკიცებდა, რომ ერთობლივი განცხადება შეიცავდა მოსკოვის ქმედებების პირდაპირ დაგმობას, მაგრამ რუსეთი და ჩინეთი  წინააღმდეგი იყვნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics