14:34 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 11:59:29, 1573 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - რუსეთი იმუქრება ბირთვული ესკალაციით დასავლეთის დასაშინებლად

რუსეთი გამოიყენებს ბირთვული ესკალაციის შიშს, რათა შეანელოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, - ამის შესახებ ნათქვამია  ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების რეგულარულ მოხსენებაში.

ISW იხსენებს გუშინდელ მოკლე საუბარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის G20-ის მინისტერიალზე დელიში.

ბლინკენმა მოუწოდა ლავროვს მოხსნას START-ის ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერება და გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს რუსეთთან სტრატეგიული ბირთვული იარაღის კონტროლის სფეროში, მიუხედავად უკრაინაში ომისა და აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებისა.

ბლინკენმა ასევე მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს ომი უკრაინაში, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და გაათავისუფლოს დაკავებული ამერიკელი პოლ უელანი.

თუმცა, ექსპერტები წერენ, რომ რუსი ოფიციალურ პირებს ნაკლებად სავარაუდოა, რომ ექნებათ მნიშვნელოვანი დისკუსია START-ის ხელშეკრულებაში მონაწილეობის აღდგენის შესახებ.

„სავარაუდოა, რომ კრემლი იყენებს ბირთვული ესკალაციის შიშს და რუსეთის მიერ START ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერებას იმ იმედით, რომ შეანელებს დასავლეთის მხარდაჭერას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას“, - აღნიშნავს ISW.

ექსპერტები ამბობენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, მაგრამ ის აგრძელებს ბირთვული ესკალაციის რეგულარულ მუქარას დასავლეთის დაშინების მცდელობაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics