|
2023-03-03 01:58:35, 1787 ნახვა
სამართალი
პუბლიკის დირექტორი და თანადამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილი გაათავისუფლეს
„პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილი გაათავისუფლეს. მან შსს-ს შენობა დატოვა. ზურა ვარდიაშვილის თქმით, ისინი პოლიციის შენობაში იმყოფებოდნენ, როცა პოლიციელებს დაურეკეს და უთხრეს, რომ ჟურნალისტები უნდა გაეთავისუფლებინათ. მისი ცნობით, 25-30 ადამიანი კვლავ დაკავებული ჰყავთ და ამ შენობაში მეტი დაკავებული მოჰყავთ. ვარდიაშვილის თქმით, ის პარლამენტთან მუშაობდა როცა მოულოდნელად, უსაფუძვლოდ დააკავეს. ასევე გაათავისუფლეს და შსს უკვე დატოვა „ტაბულას“ ჟურნალისტმა ბექა ჯიქურაშვილმა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ჟურნალისტების დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გმობს. ქარტია აცხადებს, რომ მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა კანონდარღვევაა და დაუშვებელია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)