18:50 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 10:17:51, 1389 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთი მილიარდობით დოლარს ხარჯავს პრორუსულ დეზინფორმაციაზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ - სახდეპი

ჩინეთი მილიარდობით დოლარს ხარჯავს პრორუსულ დეზინფორმაციაზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა, ჯეიმს რუბინმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთი ნელ-ნელა უპასუხებს ჩინეთს, რომელიც მილიარდობით დოლარს ხარჯავს მთელ მსოფლიოში „შხამიანი“ დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რომელიც სრულად შეესაბამება რუსეთის რიტორიკას უკრაინის შესახებ.

"ჭა მოწამლულია ჩინური და რუსული დეზინფორმაციით - ეს საზიანოა", - თქვა რუბინმა.

კოორდინატორმა აღნიშნა, რომ პეკინი მუშაობს გლობალურად და უფრო მეტ ფულს ხარჯავს დეზინფორმაციაზე, ვიდრე მოსკოვი. ჩინეთი იმეორებს და ავრცელებს რუსეთის თეზისებს „ნატო-ს მიერ გაჩაღებული ომის შესახებ“. 

ცნობისთვის, ჩინეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლისთავზე "ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ" გამოაქვეყნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს გეგმა 12 პუნქტს მოიცავს. 

პრესრელიზში, ჩინეთმა მხარეებს მოუწოდა "გამოეჩინათ თავშეკავება" და შეეწყვიტათ ცეცხლი, თუმცა არ უხსენებია რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი, რომელმაც დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი.

პეკინის პოზიციას მხარი დაუჭირა ყაზახეთის ხელისუფლებამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics