|
2023-02-27 13:41:47, 1882 ნახვა
ეკონომიკა
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ეკონომიკის ზრდის 6.4%-იანი საბაზო სცენარი
გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკის ძლიერი ზრდის შენარჩუნებაზე მიუთითებს. საკუთრივ, აღსანიშნავია იანვარში ადგილობრივი რეალური ექსპორტის მნიშვნელოვანი მატება. ასევე, თებერვლის უნაღდო ანგარიშსწორების მონაცემები, სავარაუდოდ, თებერვალშიც ორნიშნა ზრდის არგუმენტია. ამასთან, გასული წლის მე-4 კვარტლის დასაქმების დინამიკა, როგორც ჩანს, მოსალოდნელზე მხოლოდ მცირედით, თუმცა ზრდის ტემპის კუთხით, მაინც შედარებით სუტია. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ დასაქმების ბაზარზე მიგრაციის ეფექტი მეთოდოლოგიურად ჯერჯერობით ბოლომდე არაა გათვალისწინებული. ფასების სხვადასხვა ინდექსის კუთხით კი, დინამიკა მოლოდინებთან შესაბამისია. „თიბისი კაპიტალი“ აუმჯობესებს 2023 წლის ეკონომიკის ზრდის მოლოდინს 5%-დან 6.4%-მდე. სხვა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, ინფლაციის ნორმალიზება კვლავ საბაზო სცენარია წლის ბოლოს დაახლოებით 3.8%-იანი პროგნოზით, რაც ძირითადად იმპორტული პროდუქციის ფასებით არის განპირობებული. ეს, მომდევნო 1 წლის განმავლობაში ლარის კურსისათვის პოზიტიურია და ამდენად, ძლიერი სავალუტო შემოდინებების არგუმენტის გათვალისწინებით, ლარის მატერიალური გაუფასურება არაა მოსალოდნელი. მეორე მხრივ, რეგიონულ ვალუტებთან მიმართებით ლარის საშუალო კურსის გათვალისწინებით, მანამ სანამ ევრო არ განაგრძობს გამყარებას, აშშ დოლართან ლარის მატერიალური გამყარებაც ნაკლებ სავარაუდოა და, ამდენად, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის ჭარბი მიწოდება კვლავ სებ-ის გაზრდილ საერთაშორისო რეზერვებში აისახება. მიუხედავად ეკონომიკის ზრდის გაუმჯობესებული მოლოდინებისა, წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის დაახლოებით 1 პროცენტით შემცირება კვლავ რეალისტური ჩანს. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30005724-weekly-update-from-the-chief-economist
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)