18:50 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 10:25:36, 1372 ნახვა

მსოფლიო
აშშ, გერმანია და პოლონეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე არსებული საფრთხის საპასუხოდ, აშშ, გერმანია და პოლონეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ, სამხედრო მანევრების ჩატარების ადგილად კი, პოლონეთი განიხილება. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

პისტორიუსის თქმით, წვრთნები ქვეყანაში, რომელიც ესაზღვრება უკრაინას, ნატო-ს მოკავშირეებისა დ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის "ძალიან მკაფიო"  სიგნალი იქნება. 

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დღეს ბევრად უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე გასული წლის 24 თებერვალამდე. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, როგორიცაა პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სლოვაკეთი და სხვ. მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ გერმანია, როგორც ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული წევრი და შეერთებული შტატები, როგორც ტრანსატლანტიკური პარტნიორი, ასრულებენ თავდაცვის ვალდებულებებს", - ამბობს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics