|
2023-02-21 12:13:58, 2327 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გორში 22 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გაშენდა
„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს რეგიონში ბიზნესის ხელშეწყობა და აგრომიმართულების გაძლიერება წარმოადგენს. ამ მიზნით, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აგრობაღებმა“ გორში, სოფელ ზერტში, 22 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 7 000 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 5 300 000 ლარს შეადგენს. ბანკის ფინანსური რესურსი, როგორც ნერგების გაშენებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სეტყვადამცავი და წვეთოვანი სისტემის შეძენასა და მოწყობას მოხმარდა. კომპანიამ ბაღების გაშენება 2021 წლიდან დაიწყო. პირველი მოსავლის აღებას კი 2023 წელს ელოდებიან. „საქართველოს ბანკთან თითქმის 2 წელია ვთანამშრომლობთ. პარტნიორობის ფარგლებში სოფელ ზერტში ისეთი ჯიშის ვაშლის ბაღები გავაშენეთ, როგორიცაა: გოლდენ დელიშეზი, გალა, რედ დელიშეზი, გრანი სმიტი, პინოვა, რედ ჯონაპრინცი. ეს ჯიშები გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და მათზე მოთხოვნა, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე, საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ჩვენც რეალიზაციას არამხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებში ვგეგმავთ“, - განაცხადა კომპანია „აგრობაღების“ დირექტორმა, დავით ჯაფარიძემ. „კომპანიისთვის ეს არის პირველი ასეთი დიდი პროექტი, რაც ვაშლის ბაღების გაშენებასა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას გულისხმობს. კომპანია ასევე ფიქრობს ეტაპობრივად გააფართოვოს ბიზნესი და სამაცივრე მეურნეობა შექმნას. „აგრობაღებმა“ პროექტის განხორციელება „საქართველოს ბანკის“ აგროდაფინანსების ფარგლებში შეძლო. ეს სქემა გამორჩეულია იმით, რომ პროექტში ჩართულ მეწარმეს სხვა აგროპროექტების საშეღავათო და საგრანტო პირობებით სარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს. ეს კი კომპანიისთვის დამატებით მოტივაციაა, რათა კიდევ უფრო განავითაროს და გააძლიეროს, როგორც საკუთარი ბიზნესი, ასევე ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო მიმართულებები“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა. ინფორმაციისთვის, ბიზნესს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს „საქართველოს ბანკის“ აგროდაფინანსებით, რაც მოიცავს მრავალწლიანი კულტურების: ლურჯი მოცვის, თხილის, დაფნის, ვაშლის, გოგრის, ბალისა და მსხლის ბაღების გაშენებისა თუ მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მიღებას. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)