|
2023-02-16 18:31:36, 941 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო - მზად ვართ, ბაიდენი მინსკში მივიღოთ, პუტინიც კი ჩამოფრინდება და შევხვდებით ორი აგრესორი და ერთი მშვიდობისმყოფელი
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მზად არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეხვდეს. ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურმა უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. ბელარუსის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა განმარტა, რომ მზადაა, ვლადიმერ პუტინთან და ჯო ბაიდენთან ერთობლივი შეხვედრა გამართოს, სადაც საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ ისაუბრებენ. "რატომ მიემგზავრება ბაიდენი მაინცდამაინც პოლონეთში? თუმცა ჩვენ ეს არ გვაღელვებს. სურვილი თუ აქვს, გადაეცით, ჩვენ მზად ვართ, მინსკში მივიღოთ და სერიოზულად ველაპარაკოთ, თუ მას სურს მშვიდობა უკრაინაში. პუტინიც კი ჩამოფრინდება მინსკში და შევხვდებით ორი აგრესორი და ერთი მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი. რატომაც არა?ომის დასრულება თუ სურს, მაშინ ბაიდენი პოლონეთიდან აქ ჩამოვიდეს. მე თვითმფრინავს გავუგზავნი, თუ საჭიროა, ბოინგს და ვუმასპინძლებთ. გარანტიას გაძლევთ, რომ პუტინი ჩამოვა, დავსხდებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ არა, ის აქ არ მოვა, მაგრამ ომის შეჩერების მიზნით, ხალხის არ მოკვლის მიზნით, ღირდა. ის დარჩება პოლონეთში, რადგან პოლონეთი ევროპის ჰიენაა და დღეს, უპირველეს ყოვლისა, ის თამაშობს ყველაზე აქტიურ როლს უკრაინაში ომის ესკალაციაში. ის ყველა ამერიკელზე მეტად ყვირის“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)