17:51 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 12:50:52, 1414 ნახვა

მსოფლიო
რუს ჟურნალისტს მარიუპოლის დაბომბვაზე ინფორმაციის გავრცელების გამო 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსეთის სასამართლომ RusNews-ის ჟურნალისტსა და აქტივისტს, მარია პონომარენკოს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, სასამართლომ პონომარენკო რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო.

გარდა ამისა, პონომარენკოს ასევე აეკრძალა 5 წლის განმავლობაში ინტერნეტის საჯარო აქტივობებში მონაწილეობა.

პროკურატურის ცნობით, პონომარენკომ "No Censorship"-ის Telegram არხზე დაწერა მარიუპოლის მაცხოვრებლებზე, რომლებიც რუსეთის მიერ ქალაქის თეატრის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ, რის გამოც, პროკურატურა პონომარენკოსთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ცნობისთვის, მარია პონომარენკო 2022 წლის აპრილში დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, ხოლო ნოემბერში შინაპატიმრობით გაათავისუფლეს. ამასთან, იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პონომარენკო კვლავ იზოლატორში გადაიყვანეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics