|
2023-02-14 13:03:16, 1085 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა და პრეზიდენტი პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის
უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა და პრეზიდენტი პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ალიანსმა უნდა მიაწოდოს უკრაინას ყველაფერი, რაც მას გამარჯვებისთვის სჭირდება "უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა და პრეზიდენტი პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის. ნაცვლად ამისა, ის ახალ შეტევას ამზადებს. ამიტომ, ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას გამარჯვებისთვის სჭირდება. ძირითადმა შესაძლებლობებმა, როგორიცაა საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები, უნდა მიაღწიოს უკრაინას მანამ, სანამ რუსეთი ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელში ჩაგდებას შეძლებს. სისწრაფე გადაარჩენს სიცოცხლეს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ასევე განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ, რომლებიც ნატოს ღირებული პარტნიორები არიან და რუსეთის მხრიდან საფრთხის წინაშე დგანან",- განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში „რამშტაინის“ ფორმატში მეცხრე შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ერთმანეთს ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)