17:44 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-14 09:17:53, 933 ნახვა

მსოფლიო
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 37 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 37 000-ს გადააჭარბა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 31 643-მდე გაიზარდა.

სირიის ჯანდაცვის სამინისტროსა და სირიის მოხალისეთა ორგანიზაცია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც თეთრი ჩაფხუტები და სამედიცინო ჯგუფი, რომელიც მოქმედებს ოპოზიციის კონტროლირებად რაიონებში, მინიმუმ 5 714 ადამიანი დაიღუპვის შესახებ იუწყება

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.

გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის  შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics