|
2023-02-13 13:46:10, 1067 ნახვა
მსოფლიო
თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრიდან ერთი კვირის შემდეგ გადარჩენილების პოვნის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს
კიდევ ერთი ღამე დიდი ყინვით და გადარჩენილების პოვნის გამქრალი იმედი. თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარასში მაშველთა ჯგუფები თერმოგამოსახულებით აგრძელებენ ნანგრევების ქვეშ ადამიანების ძებნას. მაშველებს ასეთი მოწყობილობები ძალიან ცოტა აქვთ. დანგრეული შენობები - ასობით. სამწუხაროდ, ახლა უფრო და უფრო ხშირად პოულობენ გარდაცვლილთა ცხედრებს. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 33 ათასს გადააჭარბა და გაიზრდება. რიგ დაზარალებულ რაიონებში სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო მძიმე ტექნიკა. მაშველები ვარაუდობენ, რომ ამ შენობის ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ადამიანები არ არიან. კვირას გაეროს ათი სატვირთო კოლონამ გადაკვეთა თურქეთის საზღვარი და გაემართა ჩრდილო-დასავლეთ სირიისაკენ. ლიბანურმა შიიტურმა მოძრაობა ჰეზბოლამ სირიის პროვინცია ლატაკიაში გაგზავნა 23 სატვირთო მანქანა საკვებითა და მედიკამენტებით. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 34 179-ს მიაღწია,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)