|
2023-02-12 11:22:38, 1289 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების ხელმძღვანელების მასიური დაკავებები დაიწყო
თურქეთში, გაზიანთეპში მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კომპლექსის Ayşe-Mehmet Polat-ის დეველოპერი სტამბოლში დააკავეს. მიღებული ინფორმაციით, ქვეყნის უმსხვილესი დეველოპერის აკაის დაკავების ორდერი გაზიანთეპის პროკურატურამ გასცა. სტამბულის პოლიციის დეპარტამენტის წევრებმა აკაი ათაშეჰირის რაიონში დააკავეს. ეჭვმიტანილი გაზიანთეფში გადაიგზავნება, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საერთო ჯამში თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა დიდი ნაწილი კონტრაქტორია. ადგილობრივი პრესის ცნობით, ამავე ბრალდებით, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში მეტ ადამიანს დააკავებენ. დიარბაქირის პროკურატურის თქმით, მხოლოდ ამ რეგიონში დღეს 29 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა. ადანას პროვინციაში კი 62 ადამიანის დაკავების ორდერი გამოწერეს. ამასთან, თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ დაზარალებული პროვინციების პროკურატურებს სპეციალური "მიწისძვრასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების ოფისების" შექმნა დაავალა. 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 6 000-მდე შენობა დაინგრა, მათ შორის, რამდენიმე ახალი სტანდარტებით იყო აშენებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)