17:21 - 24 May, 2026
|
2023-02-11 13:25:03, 1798 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვევა
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე აშშ-ში პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 20 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავა,- აღნიშნულის შესახებ განცხადება თეთრმა სახლმა გააკეთა. მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდასა და რეგიონის სხვა პირველ პირებს შეხვდება. "მას სურს ისაუბროს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობის მნიშვნელობაზე უკრაინის მხარდაჭერაში",- განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ. ამასთან, როგორც CNN-ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ევროპელ კოლეგებთან კიდევ ერთხელ გაიმეორებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა. ცნობისთვის, ვიზიტი 20-22 თებერვალს არის დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)