|
2023-02-10 09:08:06, 1219 ნახვა
მსოფლიო
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 21 000-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 21 000-ს გადააჭარბა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის,ფუატ ოქტაის თქმით, თურქეთში სულ მცირე 17 674 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სირიაში კი 3 377. გარდა ამისა, როგორც BBC-ი წერს, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს კვლავ ეძებენ. ამასთან, არსებული ყინვა საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანს, რომელიც მიწისძვრას გადაურჩა, მაგრამ ახლა თავშესაფრის, წყლისა და საკვების გარეშეა დარჩენილი. Aljazeera-ს ცნობითვე, მსოფლიო ბანკი თურქეთს დახმარების სახით 1.78 მილიარდი დოლარს დაჰპირდა, მათ შორის ძირითადი ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების დასაფინანსებლად. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)