17:12 - 24 May, 2026
|
2023-02-07 22:35:30, 1169 ნახვა
მსოფლიო
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5400-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარ, 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე 5415 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) ცნობით, თურქეთში მიწისძვრას სულ მცირე, 3703 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო ბოლო მონაცემებით, სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 1712-ს მიაღწია. თურქეთის მთავრობის და სირიის სახელმწიფო მედიის მონაცემებით მიწისძვრის შედეგად 26035-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის 10 პროვინციაში 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)