|
2023-02-03 16:08:26, 1633 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - წარმოიდგინეთ, რომ გვქონოდა 10%-იანი ვარდნა, ეს საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევდა
შარშან გვქონდა 10%-იანი ზრდა, წარმოიდგინეთ, რომ გვქონოდა 10%-იანი ვარდნა, ეს საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევდა და შეიძლება საქართველოში ვითარების არევის ერთ-ერთი საბაბი გამხდარიყო - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას იმის შესახებ, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როდესაც ოპოზიცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას ითხოვდა, მათი გათვლა იყო, მომხდარიყო ესკალაცია და დამძიმებულიყო საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა, რომ გაადვილებულიყო ქვეყანაში ვითარების არევა. „მსგავსი ანალიზი ჩვენც გვაქვს გაკეთებული, გაანალიზებული და შეფასებული, თუ, რას გამოიწვევდა სანქციებთან შესაძლო მიერთება. საკმაოდ რეალურია ის ციფრები, რომლებიც არის ნახსენები. შეიძლება ეს ძალიან ბევრს უნდოდა. შარშან ჩვენ გვქონდა 10%-იანი ზრდა, ამის მაგივრად, წარმოიდგინეთ, რომ გვქონოდა 10%-იანი ვარდნა, ეს საზოგადოებაშიც სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევდა და ესეც შეიძლება გამხდარიყო საქართველოში ვითარების არევის ერთ-ერთი საბაბი. შეიძლებოდა ამ სანქციების დაწესებას ვიღაცისთვის ორმაგი ეფექტი ჰქონოდა. თქვენ გახსოვთ, თავდაპირველად ოპოზიცია ორკესტრირებულად ითხოვდა სანქციების დაწესებას და მერე თვითონვე გაემიჯნენ ამ მოთხოვნას, როდესაც დაინახეს, რომ საზოგადოების განწყობას მთლიანად იყვნენ აცდენილი. მათ ჰქონდათ ორ რამეზე გათვლა, ერთი ის რომ ესკალაცია უნდა მომხდარიყო და მეორე, უნდა დამძიმებულიყო საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა იმისათვის, რომ გაადვილებულიყო ვითარების არევა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა ამის საშუალებას ჩვენ მათ ვერ მივცემდით და აქედან გამომდინარე ალტერნატივა არ ჰქონდა ჩვენს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ არ დაგვეწესებინა სანქციები“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)