05:41 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 22:50:03, 1661 ნახვა

ომი უკრაინაში
დენის შმიგალი - უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის ღირებულებამ 600 მილიარდ ევროს გადააჭარბა

უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის ღირებულებამ 600 მილიარდ ევროს გადააჭარბა, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისივე თქმით, ომის დროს სრული აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლოა სწრაფი აღდგენა, რომელიც უკრაინამ ახლავე უნდა დაიწყოს.

მან დასძინა, რომ სწრაფი აღდგენის ეტაპი, სავარაუდოდ, 17 მილიარდი ევრო დაჯდება, აქედან 3.5 მილიარდის შეგროვება უკრაინამ უკვე შეძლო, დანარჩენზე კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ომის დროს სრული აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ საჭიროა სწრაფი აღდგენა. ჩვენ არ შეგვიძლია არ აღვადგინოთ ენერგომომარაგება, წყალმომარაგება და საავადმყოფოები.

სწრაფი აღდგენის ეტაპი, სავარაუდოდ, 17 მილიარდი ევროს დაჯდება. 3.5 მილიარდი უკვე შეგროვდა, დანარჩენზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - განაცხადა შმიგალმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics