05:41 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 19:58:50, 1556 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უკრაინას კიდევ 500 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი გამოუყო

ევროკავშირის საბჭომ უკრაინას დახმარების მეშვიდე პაკეტი გამოუყო 500 მილიონი ევროს ოდენობით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. 

როგორც კულება Twitter-ზე წერს, 
უკრაინა ასევე მიიღებს დამატებით 45 მილიონ ევროს ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიისთვის.

„დღეს, ევროკავშირის საბჭომ, ევროპული მშვიდობის ფონდის მეშვეობით, დახმარების მეშვიდე - 500 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტი გამოყო და კიდევ 45 მილიონი ევრო ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიისთვის. მადლობელი ვარ ევროკავშირის უსაფრთხოების სასიცოცხლო დახმარებისთვის, რომელიც ჩვენ  რუსი აგრესორის დამარცხებასთან გვაახლოებს”,- წერს კულება. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გაზრდის იმ უკრაინელი სამხედროების რაოდენობას, რომლებიც წვრთნებს გაივლიან. გარდა ამისა, კიდევ 15 000 სამხედრო მოსამსახურე გადამზადდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics