2023-02-01 19:16:34, 1640 ნახვა
ომი უკრაინაში
კირილენკო - 31 იანვარს, რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს ! 31 იანვარს, რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, 31 იანვარს რუსებმა 2 მშვიდობიან მოქალაქე მოკლეს ბახმუტში, 1 პარასკოვიევკაში და 1 ვუჰლედარში, ამასთან ერთად რეგიონში 6 ადამიანი დაშავდა.
მან დასძინა, რომ ყველა სამხედრო დამნაშავე, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ ყოველივეში დაისჯება.
"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 31 იანვარს, რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ბახმუტში, 1 პარასკოვიევკაში და 1 ვუჰლედარში. რეგიონში კიდევ 6 ადამიანი დაშავდა. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,