2023-01-29 19:07:45, 1713 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონი 36-ჯერ დაბომბეს, თავდასხმის შედეგად არიან დაჭრილები და დაღუპულები. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იური სობოლევსკი ავრცელებს.
ხელისუფლება მსხვერპლთა ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს, თუმცა საკრებულოს მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი, ხოლო დაშავებულია - 2.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსმა ძალებმა ასევე დაბომბეს ხერსონის რეგიონული კლინიკური საავადმყოფო, რის შედეგადაც მედდა დაშავდა.
„მტერი ურტყამს ქალაქის საცხოვრებელ უბნებს, ამ წუთებში ბევრი მსხვერპლია ცნობილი: დაჭრილები და დაღუპულები.
ხერსონის მცხოვრებლებო, მიდით უახლოეს თავშესაფარში ან დარჩით სახლში ორკედლიანი წესით და არავითარ შემთხვევაში არ დარჩეთ ქუჩაში“, - განაცხადა იური სობოლევსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,