|
2023-01-23 15:32:46, 1440 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „არქი“ საერთაშორისო ბრენდის „Super 8 by Wyndham“-ის სასტუმროს აშენებს
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „არქი“ თბილისში, 4 877 კვ.მ-ზე, სამვარსკვლავიან სასტუმროს - „Super 8 by Wyndham“ აშენებს, რომელიც მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ქსელის „ვინდჰემის“ ბრენდს წარმოადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 3 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სრულად სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა. „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით თბილისში, სამვარსკვლავიან, 13 სართულიან სასტუმროს „Super 8 by Wyndham“ ვაშენებთ, რომელიც 2023 წლის ბოლოს გაიხსნება. სასტუმრო 129 ნომერს მოიცავს და მომხმარებლებს საინტერესო დიზაინს, მიმზიდველ ლოკაციასა და ხელმისაწვდომ ფასს ვთავაზობთ. „საქართველოს ბანკთან“ 2019 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ დრომდე არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. იმედი მაქვს, სამომავლოდაც მათთან ერთად კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს ჩაეყრება საფუძველი“, - განაცხადა კომპანია „არქი“-ს გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა. „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ფინანსურად მხარს ვუჭერთ „Super 8 by Wyndham“ სასტუმროს მშენებლობას. მსგავსი პროექტები ზრდის და აძლიერებს აღნიშნულ სექტორს და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რადგან ყოველი ასეთი პროექტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ. ინფორმაციისთვის, „არქი“ ლიდერი დეველოპერი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საქმიანობა 2006 წლიდან დაიწყო. ამ დროისთვის „არქი“-ს 43 პროექტი აქვს განხორციელებული და ის უკვე 30 000-მდე მაცხოვრებელ „არქელს“ აერთიანებს. ბოლო პერიოდში კომპანია სასტუმროს ბიზნესში აქტიურად ჩაერთო და არაერთი საერთაშორისო თუ ლოკალური ბრენდის სასტუმროსა და აპარტოტელის მშენებლობას გეგმავს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მთისა და ზღვის კურორტებზე.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)