2023-01-19 10:33:23, 1422 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში, ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ხანძარი გაჩნდა - დაღუპულია 15 სამხედრო
სომხეთში, გეგარკუნიკის ოლქის სოფელ აზატში მდებარე სამხედრო ნაწილში, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე, ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხანძარს 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.
უწყება ინფორმაციას 3 დაშავებულის შესახებაც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათი მდგომარეობა მძიმეა.
„წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის საინჟინრო ასეულის ყაზარმაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 3 სამხედროს მდგომარეობა მძიმედ ფასდება“, - აცხადებენ სომხეთის თავცდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,