14:51 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 13:21:35, 1372 ნახვა

მსოფლიო
არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა. ამის შესახებ არესტოვიჩი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სურს, თანამდებობის დატოვებით საზოგადოებას ცივილიზებული ქცევის მაგალითი აჩვენოს.

"მე დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. მინდა გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი - ფუნდამენტური შეცდომა და შესაბამისად, გადადგომა", - წერს არესტოვიჩი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, ალექსეი არესტოვიჩმა რუსეთის მიერ დნეპრის დაბომბვის შემდეგ განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის თავდაცვამ ჩამოაგდო. აღნიშნული განცხადების გამო, პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით, რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

გადადგომამდე, არესტოვიჩმა უკრაინის თავდაცვის სისტემის მიერ რუსული რაკეტის ჩამოგდების შესახებ საკუთარ განცხადებას "სერიოზული შეცდომა" უწოდა და დნეპრის მოსახლეობას ბოდიშიც მოუხადა. 

დნეპრში საცხოვრებელი კორპუსი რუსებმა 14 იანვარს დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, სარაკეტო იერიშის შედეგად 40 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics