|
2023-01-17 11:42:05, 1617 ნახვა
ეკონომიკა
შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - „საქართველოს ბანკის“ დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ მიღება დაიწყო
„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, წელს სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეშვიდე ნაკადის მიღება დაიწყო. „საქართველოს ბანკი“ იწვევს III-IV კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, აირჩიონ მათ ინტერესებსა და მიზნებზე მორგებული 13 პროგრამიდან ერთ-ერთი, მიიღონ მონაწილეობა პროექტში და პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კარიერა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის გუნდში განაგრძონ. „ლიდერატორის“ ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ, აღმოაჩინონ ახალი ინტერესები, დააგროვონ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება, მიიღონ მენტორისგან დავალებები, რჩევები და მუდმივი უკუკავშირი, რაც ხელს შეუწყობს მათ სწრაფ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას. „ახალგაზრდა ლიდერების მოზიდვა, თითოეული მათგანის პროფესიული განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობით უზრუნველყოფა „საქართველოს ბანკის“ უცვლელი პრიორიტეტია. ამ კუთხით, „ლიდერატორის“ მთავარი უპირატესობაა ის, რომ პროგრამა სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი უნარები, პროფესიონალებთან ერთად იმუშაონ ახალ იდეებზე, გამოსცადონ საკუთარი თავი როგორც სხვადასხვა მიმართულებით, ასევე სხვადასხვა პოზიციაზე და თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციონ. „საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას და მიზნად ისახავს, მისცეს მათ შესაძლებლობა, დააგროვონ ღირებული ცოდნა და გამოცდილება, დასაქმდნენ მათთვის სასურველი მიმართულებით და სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი“,- ამბობს „საქართველოს ბანკის“ ტალანტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ნუცა კაციტაძე. აღსანიშნავია, რომ პროექტი “ლიდერატორი“ 2017 წლიდან ხორციელდება და მასში უკვე 295-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, პროგრამის დასრულების შემდეგ კი მონაწილეთა 91%-მა კარიერა „საქართველოს ბანკში“ განაგრძო. “ლიდერატორის“ ფარგლებში თითოეული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ ბმულს Leaderator.bog.ge განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 5 თებერვალი.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)