2023-01-15 13:01:47, 1399 ნახვა
მსოფლიო
ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 72 ადამიანი, მათ შორის 4 რუსეთის მოქალაქე
ნეპალში კატმანდუდან პოხარას მიმართულებით მიმავალი ATR 72 სამგზავრო თვითმფრინავი პოხარას საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვარდა. ამის შესახებ The Kathmandu Post-ი Yeti Airlines-ის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
ავიაკომპანიის ცნობით, თვითმფრინავში 68 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის 15 უცხოელია: ხუთი ინდოეთიდან, ოთხი რუსეთიდან, ორი სამხრეთ კორეიდან, ასევე თითო მგზავრი ირლანდიიდან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან და საფრანგეთიდან. ბორტზე ასევე 53 ნეპალელი იმყოფებოდა.
ნეპალში რუსეთის საელჩომ დაადასტურა, რომ თვითმფრინავში ოთხი რუსი იმყოფებოდა.
ავარიის ადგილის ვიდეოები სოციალურ ქსელში ქვეყნდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,