14:51 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 13:18:35, 1170 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდინი - რუსეთიდან წასულ უკრაინის მხარდამჭერ მოქალაქეებს ქონება უნდა ჩამოერთვათ

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოდის ინიციატივით, რომ ქვეყნიდან წასულ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მხარს უკრაინას უჭერენ, ქონება ჩამოერთვათ. ამის შესახებ ვოლოდინმა Telegram-ზე დაწერა.

რუსეთის დუმის სპიკერის განცხადებით, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რუსეთიდან წასული მოქალაქეების უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები შეიძლება ჩაითვალოს ექსტრემიზმისკენ მოწოდებად და შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციად, თუმცა არსებული რეაგირების ღონისძიებები საკმარისი არ არის და "ამ ვითარებაში, სისხლის სამართლის კოდექსისთვის შესაბამისი მუხლების დამატება სწორი იქნება".

"ბოლო პერიოდში, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე შეურაცხყოფას აყენებს რუსეთს, მის მოსახლეობას, ჯარისკაცებს და ღიად უჭერს მხარს ბოროტმოქმედებს, ნაცისტებს და მკვლელებს. მათი მიზანი ნათელია - მოიპოვონ კეთილგანწყობა და შეეცადონ, შეინარჩუნონ თავიანთი კეთილდღეობა საზღვარგარეთ... ისინი ჩვენი ქვეყნის წყალობით კომფორტულად ცხოვრობენ. საზღვარგარეთ ყოფნისას, ქირაობენ უძრავ ქონებას, აგრძელებენ ჰონორარების მიღებას რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე. ამავდროულად, თავს უფლებას აძლევენ, საჯაროდ შეასხან ტალახი რუსეთს და შეურაცხყონ ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები. ისინი თავს გრძობენ დაუსჯელად და მიაჩნიათ, რომ მართლმსაჯულება მათ ვერ მისწვდება. ამ ვითარებაში, სწორი იქნება, რუსეთის ფედერაციაში ნაძირალების ქონების ჩამორთმევის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსს შესაბამისი მუხლები დაემატოს", - წერს ვოლოდინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics