17:37 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 17:31:58, 1798 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - ბელარუსში რუსული ჯარის დიდი რაოდენობა უკრაინას საფრთხეს არ უქმნის

"რუსული ავიაციის ახალი განლაგება ბელარუსში, სავარაუდოდ, ნამდვილი სწავლებაა და არა უკრაინის წინააღმდეგ დამატებითი შეტევითი ოპერაციებისთვის მომზადება.", - ვკითხულობთ ბრიტანეთის დაზვერვის სამინისტროს განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ძალების დიდ რაოდენობას ბელარუსში ინახავს, ისინი ძირითადად ჩართულნი არიან საწვრთნელ ოპერაციებში, აქედან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმოადგენდნენ სანდო შემტევ ძალას.

"2023 წლის 8 იანვარს ბელარუსიის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი ტაქტიკური ფრენის წვრთნები, რომელიც ჩატარდება ქვეყანაში 2023 წლის 16 იანვრიდან 1 თებერვლამდე.

რუსული ავიაციის ახალი განლაგება ბელარუსში, სავარაუდოდ, ნამდვილი სწავლებაა და არა უკრაინის წინააღმდეგ დამატებითი შეტევითი ოპერაციებისთვის მომზადება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ინარჩუნებს ძალების დიდ რაოდენობას ბელარუსში, ისინი ძირითადად ჩართულნი არიან წვრთნებში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი წარმოადგენენ სანდო შემტევ ძალებს.", - განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვის სამინისტრომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics