22:12 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-31 11:07:19, 1561 ნახვა

ომი უკრაინაში
ზალუჟნი - ამ შობას ცრემლის გემო და სისხლის ფერი აქვს

ამ შობას ცრემლის გემო და სისხლის ფერი აქვს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზალუჟნის თქმით, მძიმე განსაცდელი, ტკივილი და ტანჯვა უკრაინის მხრებზეა.

„ჩვენ ომი არ აგვირჩევია. მაგრამ ჩვენ მივიღეთ ბრძოლა. თავად ღმერთი ჩვენ მხარესაა.

მძიმე განსაცდელი, ტკივილი და ტანჯვა ჩვენი და ჩვენი ახლობლების მხრებზეა. ამ შობას ცრემლის გემო და სისხლის ფერი აქვს.

თუმცა, ჩვენ გვექნება საკმარისი ძალა მტრის დასამარცხებლად.

ბრძოლაში იბადება ერი. უფალმა გფარავდეთ, ნათესავებო!
დაე, ჩვენი გამარჯვება იყოს უკრაინის კეთილდღეობის დასაწყისი და რუსეთის დასასრული!

ყველას ვინც ჩვენს რიგებშია, ვინც ახლა ჩვენს პოზიციებს ინარჩუნებს, ჩვენი დამცველების ნათესავ-მეგობრებს. ყველას, ვინც ლოცულობს, სწამს, ეხმარება შეიარაღებულ ძალებს - გილოცავთ ახალ წელს და შობას ყველას, ვინც ჩვენთან ერთად დგას მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ!",- განაცხადა ზალუჟნიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics