00:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 19:32:16, 1670 ნახვა

ომი უკრაინაში
კირილენკო - რუსებმა დღეს ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ კონსტანტინოვკაზე

რუსებმა დღეს ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ კონსტანტინოვკაზე. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.

მისივე თქმით, სკოლა-ინტერნატში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა თავს აფარებს, ორი რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაჭრილია ერთი ადამიანი,თავდასხმის დროს კი, იქ 42 ადამიანი იმყოფებოდა, გარდა ამისა კიდევ ორი რაკეტა ჩამოვარდა საერთო საცხოვრებლის ეზოში, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის ინფრასტრუქტურა, მაგრამ არავინ დაშავებულა.

"სკოლა-ინტერნატში, სადაც ახლა განსახლების ცენტრია განთავსებული, ორი რაკეტა ჩამოვარდა - რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. თავდასხმის დროს იქ 42 ადამიანი იმყოფებოდა.

კიდევ ორი ​​რაკეტა ყოფილ კინოთეატრთან და საერთო საცხოვრებლის ეზოში ჩამოვარდა - შენობებში მინები დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა." - განაცხადა კირილენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics