23:59 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 10:16:46, 1676 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერო - ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში 6 884 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის დაწყებიდან 26 დეკემბრამდე, 6 884 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 947 დაშავდა.

დაღუპულთა შორის 2 719 მამაკაცი, 1 832 ქალი, 175 გოგონა და 216 ბიჭია, ასევე, 38 ბავშვი და 1 904 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ უცნობია. 

დაშავებულთა შორის 2 364 მამაკაცი, 1 709 ქალი, 229 გოგონა და 318 ბიჭია, ასევე, 253 ბავშვი და 6 074 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ უცნობია.

დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დაღუპულია 4 052, ხოლო დაშავებულია 5 643 ადამიანი.

სამოქალაქო მსხვერპლის დიდი ნაწილი მძიმე არტილერიით და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვამ, ასევე საჰაერო დარტყმებმა გამოიწვია.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, შეფერხებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics